вторник, 7 апреля 2009 г.

ნათლისღებისა

წელსა 1796, იანვარს ვ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა-ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესელისა.


მაშინ მოვიდა იესო. გალილიათ ორდანეთ იოანესა ნათლის-ღებად მისგან; ხოლო იოანე აყენებდა მას და ეტყოდა: “მე მიჴმს შენმიერ ნათლის-ღება და შენ ჩემთან მოხვალა”, დასწერს წმინდასა შინა სახარებასა ჴმამაღალი მახარებელი მათე, თავსა 3, და რიცხვისა 13. სახელითა მამისათა და სულისა წმინდისათა ამინ.

ღვთის მოყვარებით შემიკრებულნო, უფალნო და ქრისტეს მორწმუნენო ერნო! მხსნელად და მაცხოვრად ჩვენდა, მოსრული უფალი ჩვენი იესო ბრძანებს: “რომელმან ჰყოს და ასწაოს, ამას დიდ ეწოდოსო სასუფეველსა ცათასა. ნამდვილ კეთილ არს და სამართალ სიტყვა და ბრძანება ესე ჭეშმარიტად: ამად რომელ სიბრძნით მეტყველება დიდად ადვილ და სუბუქ რაჲმე არს, არამედ საქმით ჩვენება დიდად კეთილ და დამძიმებულ და სანატრელ რაჲმე არს, და არცა ყოველთაგან შესაძლებელ, ამისთვის როდესაც უფალი ჩჳჱენი მოვიდა, არა მხოლოდ არა მხოლოდ თავი თვისი გვაჩვენა და სიტყვით გვასმინა: ააარა, სახისა და სქმის მაგალითიც წინა დაგვიდვა და გვიჩვენა : რიიისა? შიმდაბლისა, სიყვარულისა, ლოცვისა, მარხვისა და ყოვლისა და სათნოებისა.

სიმდაბლით მოვიდა ქუჱყანაზედ და სიყვარულით იქცეოდა ოცდა ათსამეტსა წელსა; სიყვარულით სჯემოკრიბნა გლახაკნი და უსწავლელნი მოწაფენი და სიმდაბლესა და სიყვარულს ასწავებდა და მოძღვრიდა, ამისთÂს დღესაც სიმდაბლით მოვიდა–და იოანეს ჴელსა თავი მოიდრიკა და შიშველი წყალთა შინა მდგომარე უბრძანებს: “მოვედ იოანე ნათელმეც, მოვედ ამისთÂს იოანე, ამისთჳს მოვსულვარ, რათა ჯეროანი საქმე აღვასრულო და კაცთა ბუნება განგებულებითა ამით და სიმდაბლითა ჩემითა ვაცხოვნო. ჵოოოი საშინელსა და განსაკვირვებელსა განგებულებითსა დამდაბლებასა შენსა იესო ღმერთო ჩუჱნო: დიდება ეგზომსა სიყვარულსა და სიმდაბლესა შენსა, ჩჳჱნისა სიგლახაკისა მომართ მოსვლასა მეუფეო, რათა გამომიჴსნე სიგლახაკისა ამსგან მონებისაგან მტერისა და მიმგვარნე დაუსაბამოსა მამასა შენსა მდიდარ ქმნილნი განათლებულნი და განახლებულნი ახლა ეს ვისმინოთ ღჳთის-მოყჳარნო, რომ ღÂთისა კაცთმოყჳარისა ესე ამისთანა სიმდაბლე და ამისთანა სიყვარული ამას აცხადებს, რომ ჩვენც რაოდენ ძალგვედვას იმისის ბრძანების აღმასრულებელნი და მიმსგავსებულნი უნდა ვიქმნნეთ. და როდესაც ეკლესიაში მომსვლელნი, მსმენელნი, მასწავლელნი ანუ თუ მთქმელნი შემოვიდეთ სიმდაბლითა და სიყჳარულით უნდა ვიქცეოდეთ და არა ზაკვითა, ანუ გამომჩვენაობითა და ზვაობითა, არცა ურთიერთარს ჴდომითა და წინასწრობითა რომელ ესე ვითარნი ქცევანი და თქმანი და სმენანი არა შეწირულ არიან წინაშე ღჳთისა და გრწმენინ ჩემი.

აწ ესე დაუტეოთ ედა პირველსა სიტყვასა მიმართ აღვიდეთ და რაოდენ ძალგვედვას მცირედი რაჲმე სიტყვა ვსთქვათ დიდებულისა ამის დღისათვის მადლითა ყოვლად წმინდისა სულისათა და ლოცვიტა და სმენითა და ვედებითა თქვენითა.

ითქვა პირველსა შინა სიტყვასა ვითარმედ, მაშინ მოვიდა იესო გალილიათ იორდანეთ იოანესა ნათლისღებად მისგან, ამისთვის აქა სამი რაჲმე გამოვიძიოთ: პირველად ესე რომ იოანესგან რასათვის ნათელ-იღო უფალმან ჩჳჱმან; 2) ჩჳჱნც რომ ნათელ-ვიღებთ რა სასყიდელი მოგვეცემის ნათლის-ღებისაგან, და ან რა ძალუძს წმინდასა ნათლის-ღებასა, და 3) ვითარმედ ოდეს ჩჳჱნცა მორწმუნენი ნათელვირებთ, რაჲარს აზრი გა გულისხმისყოფა მას შინა და ანუ თუ ვითარისა განწესებითა და კეთილის შემკობით ჯერარს ნათლისღება?

პირველად იოანესგან ნათლის-ღება იოანესი შვიდსა და მაგალითს გამოგვიცხადებს. ერთად ამასა რომელ, რადგან საშინელი უფალი და მეუფე თვისისა მონისა ჴელსა ქვეშე დამდაბლებით, შიშველი წყალთა შინა მდგომარე თავსა მოიდრეკს, და მონა ეშიშვის და სძრწის დამბადებელისა თავსა ზედა ჴელის დადებასა, და მოახსენებს: “უფალო მე მიჴმსო შენ მიერ ნათლის-ღება და შენ ჩემდა მოხვალა, მაგრამ თჳთ უფალივე განამთკიცებს და უბრძანებს “აცადეო რამეთუ ესრეთ შვენისო ჩჳჱნდა აღსრულებად ყოველი სიმართლე, ესე იგი სიმდაბლეო, და ამისთვის იოანესგან ნათელიღო, რომ ამით ჩÂჱნცა სიმდაბლე და სიმართლე გვასწავოს ვითარცა ბრძანებს: “აღიღეთ უღელი ჩემი, და ისწავეთ ჩემგან რამეთუ მშვიდ ვარ დამდაბალ გულითა.

2) ამისთვის ნათელ იღო იოანესგან რომ, რადგან იოანეც მისგან იყო მოვლინებული და ნათესავიც იყო დადა უფლისა იესოს მოსვლასაც ჰურიათ ერთ უქადაგებდა და ეტყოდა: “აჰა ტარიგი ღÂთისა, და აჰა კრავი ღჳთისა და კვალად მე ნათელგცემო თქჳჱნც წყლითა, სინანულად. ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს უძლიერს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელვარ ჴამლთა მისთა ტვირთვად, მან ნათელგცეს თქჳჱნც სულითა წმინდითა და ცეცხლითა”. ამისათვის სხვის ნათლისცემისაგან ამისი უფრო ჯეროჳანი იყო რომ ამისაგან ნათელეღო და პატივისცემაც გამოაცხადა იოანესი რომ ამისაგან ნათელ-იღო: რადგან ყოველთაგან პატივ-ცემული იყო ამისთვის თვითანცა პატივსცა და

3) როდესაც ნათელ იღო წყალიც აკურთხა, რომ თავისი წმინდაჲ ჴორცი, და გვამი შიგ შთააყენა, და ნათლის-ღების სახეც დაგვიდვა რომ, უნათლავს კათაკმეველსაც ჩჳჱნც იმავ სახით წყალში შთავაყენებდეთ და ეგრეთ ნათელვსცემდეთ და არა ლათინთაებრ საძაგთა, რომელნი სხურებით ნათელსცემენ.

4) განურჩეველობისა სახეც მოგვცა რომ თუ უნდა მცირისაგან ნათელ-ვიღოთ, და ანუ თუ დიდებულისა ვისგანმე, არა რაჲ დაბრკოლება არს, რადგან იგივე ყოვლად წმინდაჲ საღრმთო მადლი ყოველთა ზედა თანასწორებით გარდამოეფინების:

5) წესი და მაგალითიც მოგვცა ნათლისღებისა რომ უკეთუ მოძღვარმან  

ცხოვრებისამან და უფალმან ნათელიღო მაშა ჩვენდაცა ჯერარს ნათლისღება და არა დაბრკოლება, ვიატარცა ბრძანებს უფალი ვიტარმედ: “რომელი არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ შევიდეს სასუფეველსა ცათასა;”

6) რადგან ჰურიანი სივერაგითა და უმეცრებითა მათითა, იოანეს დიდად ჰგონებდენ უფროს იესო ქრისტესა, ამისთვის იოანესაგან ნითელიჭო, რომ ზეგარდმო სასწაულმაც გამოაცხადოს, რომ უდიდებულესარს იოანესა: _ ამისთვის განეხვნეს ცანი, მამა ზეცით წამებდა. შული წმიდაჲ ტრედის სახედ დაადგრა და მე მხოლოდ შობილი წყალთა შინა იორდანისათა მდგომარე იყო და ზეგარდმო საშინელი გრგვინვა ისმოდა; “ ეგე არს მე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ”. ჰა განგებულება შენი სიბრძნეო: ამით საცნაური არის რომელ უფალსა ჩჳჱნსა იესოს არარად ესაკმარებოდა ნათლის-ღება, არამედ უფროსღა იოანეს და იყო საკმარ, და ჩვენდა განმწმედელ და სახე და მაგალით და კვალად

7) ამისთვის ნათელ-იღო იოანესაგან რომელ, რადგან ნათლის ღება სულიერი შობა არის, რაგვარადაც თავისა თვისისა შობა რავის ძალუძს, ეგრეთვე თვინიერ სხვისა ნათლის ღება არავის ძალუძს, ამისთვის სხვა

უჴმს განმწმედელად და ნათლისა მიმცემელად და სხვა განმწმედილად და ნათელღებულად.

ამისთვის ამ სახითა და მაგალითით იოანესგან ნათლის-ღება იქნება იორდანესა შინა უფალმან ჩჳჱნმან, და ესე კმა იყავნ პირველისა სიტყვისათვის. ახლა მეორისა სიტყვისათვის ვიტყოდეთ ვითარმედ, ჩვენც რომ ნათელს ვიღებთ, რა სასყიდელი მოგვეცემის, და რა ძალუძს ნათლის ღებასა მას:

ცხოველ მოქმედებს განმაცხოვებელი პირი წმიდისა სახარებისა ვითარმრმედ: “ რომელი არა იშვა წყკისგან და სულისა ვერ შევიდესო სასუფეველსა ცთასა” . ესე არს წნიდაჲ ნათლის ღება, საყვარელონო, რომე ვინათგან პირველისა მამისა ჩჳჱნისა ადამის შეცოდებითა დახშულიყო სასუფეველი ცათა, და გზა ცხოვრებისა საუკუნოსა. ამისთვის ასე წმიდაჲ ნათლისღება განმწმედელი და აღმჴოცელიც არის იმ შეცოდებისა. და შემყვანებლიც არის სასუფევლისა ცათასა, და ესე მცირედ ძველის წერილებიდამ ვსთქვათ და არა განვრცომით, თუ ადამის შეცდომების განწმედას როგრ მკოასწავებდა ეს წმინდაჲ ნათლისღება და ან საუკუნოს ცხოვრებასა დასასუფეველსა შინა აღყვანებას, რა სახე და იგავი მოაქვნდა? პირველად ადამის შეცდომების განწმედა და განკურნება ნათლისღების მადლით ძველთა შინა დიდმან ელისე წინასწარმეტყველმან მოასწავა, როდესაც მდინარისა შინა იორდანისასა შვიდგზის განბანითა მით ნემან ასური იგი განჰკურნა და განსწმიდა კეთროვანებისა მისგან. ეს მოსწავება ნათლისღებისა იყო, რომ როდესაც მდჳდელი კათაკმეველსა ახალ მოსანათლავსა წმინდასა ემბაზსა შინა შთაიყკანს, მყისვე და მასვე ჟამსა შეცოდება იგი პირველისა მამისა ადამისი, რომელიცა მსგავსად კეთროვანებისა მის გარდმოედვა და გადმოეფინა ყოველსა ბუნებასა კაცთასა, და ნათესავსა ადამისასა წმიდასა მას ემბაზსა შინაადამის და აღიკოცების ნათელღებული იგი ყოვლითურთ განწმედილი გასპეტაკებული და განკურნებული აღმოიშობვის და აღმოვალსემბაზისა მისგან და განთავისუფლებული და განკურნებული პირველთა მათგან შეცოდებათა ადამისთა იქმნების, მადლით მე ღჳთისა, და საყვარელ ქრისტესა და შვილ და მკვიდრ სასუფეველისა ცათასა ჭეშმარიტად, უკეთუ არღარა შევცოდებდეთ. აჰა ესე ვითარი სასყიდელი მოგვეცემის, საყვარელნო, და ესოდენი ძალუძს წმინდასა ამას ნათლის-ღებასა.  

ახლა მეორედ და უძველესად ბოროტისა მის ეშმაკისა ვეშაპისა საუკუნოდ წარწყმენდა და დანთქმა და ბრძანებისა კაცთასა ზენა სასუფეველსა შინა აღყვანება დიდმან მოსე წინასწარმეტყველმან ღჳთისაგან გამორჩეულმან პირველითგანვე მოასწავა, როდესაც ისრაელთ ერი ეგვიპტელთ შეჭირვებისგან გამოიხსნა და მეწამული ზღვა კვერთხითა განაპო და განიყვნ. და ფარაომ დევნა უყო, და ყოველი ძალი და მჴედარნი ზღვასა მას შინა დაინთქნენ და ისრაილნი განერნენ და ღის იქმნენ შესვლად ქვეყანასა მას აღთქმისასა. ჭეშმარიტად მეწამული იგი ზღვა წმინდისა ამის ემბაზისა, და წმინდისა ნათლისღებისა მომასწავებელი იყო, რომ, როდესაც მღÂდელი ემბაზისა მას შინა შთაიყვანს მოსანათლავსა მას მყის და მასვე ჟამსა ფარაოს მზგავსად, ყოველი ძალი და საცთური ეშმაკისა მას შინა დაინთქმის, და განქარდების, და ნათელღებული იგი მზგავსად ისრაილთა მათ შევალს ქვეყანასა მას აღთქმისასა, ესე იგი, განეხმის და განეღების მისთვის სასუფეველი ცათა, და იქმნების მადლით ზე ღჳთისა, და საყვარელ ქრისტესა, და შვილ და მკვიდრ სასუფეველისა ცათასა ჭესმარიტად, უკეთუ არღარა შევსცოდებდეთ. და აჰა ესე ვითარი სასყიდელი მოგვეცემის საყვარელნო, და ესოდენი ძალუძს ჭმინდა ნათლისღებასა, და აწ მესამისათვისცა სიტყვისა ვიტყოდეთ მადლითა ქვეყანისთა, ვითარმედ ნათლისღებასა შინა ჩჳჱნცა ვითარის განკრძალულის აზრით და გულის ხმის ყოფით, და ვითარის განწესებით და შემკობით ჯერარს ნათლისღება კათაკმეველისა მის, ამისთვის ვითარისა რაჲთამე სახითა წარმოსთქვათ მადლიტა ღჳთისათა:

პირველად ვიტარცა ბრძანა უფალმან ვითარმედ “ნათელსცემდითო სახელითა მამისატა, და სულისა, წმინდისათა”. ეს ბრძანება, როგორც პირველად თთვითონვე არასრულა, და თვით ნათელიღო, და მასვე ჟამსა წმინდაჲ სამება გამოცხადნა, ეგრეტვე ჩჳჱნც იმავ წმინდის სამების სახელზედ ნათლისრებას გვიბრძანებს, რომ ესრეტ კეთილგანწესებიტ უნდა ნათელვიღოთ სახელისა მამისათა, და სულისა, წმინდისათა ამინ: და უკეთუ რომელიმე ერთისა გვამისა სახელი წმინდისა სამებისა დააკლდა იმ თქმასა შინა ჭეშმარიტად ის ნათლისრება ჭეშმარიტი არ იქნება, და არც ის ნათლად მოსრული ნათელღებულარს: და მოქმედიცა ამისი მღჳდელი იგი დიდად შესცოდებს და დაისჯების: და ესე არს პირველი აზრი და კეთილი განწესება წმინდისა ნათლისღებისა:

მეორე აზრი, და საღმრთო განწესება ესარის წმინდისა ნათლისღებისა რომ, ნათლისა მიმცემელმან მან მღჳდელმან პირველად გონებით უნდა განიზრახოს, და სარწმუნოებით უდა დაამტკიცოს, ვითარმედ ნატელვსცემ აამას, ვითარცა განაწყესა და ბრძანა ქრისტემან, დეა არა განუკრძალველთა ქცევითა სიცილითა, და ანუ ჟამსა სიმთვრალისასა, ნუ იყფიან ესე მორწმუნენნო; მოქმედნი ესე ვითართანი დიდადსესცოდებენ და დაისჯებიან: არა უწყინ რაბამი, და ვითარი საშინელი საიდუმლო არესრულების ჟამსა მას, როდესაც მღჳდელი კადნიერად უბრზანებს სულსა მას ბნელსა ეშმაკსა ვითარმედ განვედო ბილწო სულო დაბადებულისა ამისგან ღჳთისა და ნურრარა შეხვალ ამისა,და მოეც ამასს ადგილი ცხოველისა ღჳთისაჲ. ჵი იხილეთ მორწმუნენო რბამი ძალი, და საკვირველება მდებარე არს საიდუმლოსა ამასს შინა, და ესე მეორე აზრი, და კეთილი განწესება წმინდისა ნათლის-ღებისა.

მესამე კვალად საიდუმლოებითი საღმრთო აზრი, და კეთილი განწესება არის წმინდის ნათლისრებისა რომელ: სამგზის შთაიყვანს მღჳდელი წმინდასა მას ემბაზსა შინა მოსანათლავსა მას, და სამგზის ჴელითა წყალსა დაასხამს ემბაზისა მისგან აღმომღებელი, სახელსა ზედატა წმინდისა სამებისასა: და ესე სახე, და ჭესმარიტი მაგალითი და მოსწავება უფლისა ჩჳჱნისა იესო ქრისტეს დაფვლას შემასწავებს, ვითარცა წმინდაჲ მოციქული დაწერს ვითარმედ “სიკÂდილისა მისისათანა ნათელვიღეთო, და თანა დავეფლენით ნათლისღებითა მით სიკჳდილისა მისისათა:

მეოთხე კეთილი განწესება და გულის-ჴმიერი საიდუმლოებითი აზრი არის ღჳთის მოყვარენო, წმინდასა მას ემბაზსა შინა ყოველისავე გვამისა უნათლავისა მის დალტობა, და ყოვლითურთ განბანა, მზგავსად წმინდისა მის მამისა სილივისტრორომთა პაპისა, რომელმანცა ესე ვითარისა სრულისა განბანითა ნათელსცა დიდსა მის კონსტანტინეს განკეთროვნებულსა, და მასვე ჟამსა განწმდა, და განთავისუფლდა კეთროვნებიგან მისგან, და განათლებული, და განახლებული, დაგანწმენდილი ამოვიდა ემბაზისა მისგან, რომელიცა ემბაზი იგი მარმარისა, დღესაცა მდებარე არს თვით დიდსა მას ქალაქსა შინა რომს, და არცხვენს მათ რომ ემბაზით არ იციან მონათლვა.

ეგრეთვე არცა დღესისა ამის უდიდებულესისა საიდუმლოსგან ეკდიმებისთ, რომელ თვით განმაცხოველებელი უფალი ჩჳჱნი იესო სიმდაბლით ჴელმოჭდობილი და შიშველი წყალთა შინა მდგომარე არს, რომ ჩჳჱნც ესრეთ სახედ წყალთა შინა დავადგენდეთ მოსანათლავსა მას: ხოლო იგინი ესრეთ არა ყოფენ, და სხურებით ნათელსცემენ: და გვიცევინ უფალმან ღმერთმან შედგომილებათა მათგან: და ვითარცა გვისწავიეს ეგრეტ დაგვამტკიცნეს მოწყალებითა თვისითა ამინ: ესე არსე სე კეთილი განწესება საყვარელნო და კვალად ამასთანა ესეცა სჯულიერი ბრძანება არს და კეთილი განწესება, და ესეც უნდა ვსთქვათ რომ, ემბაზისა მის წყალი, არა იყოს რომლითამე ჴელოვნებით შემზადებული, ანუ ღვინითა, ანუ ვარდის წყალითა, და ანუ სხვათა რომელითამე სუნნელებითა მოქმედებული დიდებულთა შვილობისათვის, და პატივისცემისათვის: ესე ვითარი ნუ იყოფიან, არამედ წყალი მართალი და კეთილი, მდინარისგან, ანუ წყაროსგან, ანუ ტბისაგან, ანუ ჯურღმულისაგან, ანუ წვიმისა გინა თოვლისაგან, ესე ვითარითა მართალითა წყალითა ჯერარს ნათლისღება. ესე არს კეთილი განწესება და კეთილი გულისხმისყოფითი აზრი.

ხოლო მეხუთე კეთილი გულისხმისყოფითი აზრიარს წმინდახა მას ნათლისღებასა შინა ცხება წმინდისა მირონისა, და არა ნერწყვისა უღჳთოთა ლათიანთაებრ, რომელნიცა ყრმასა მას ჟამსა ნათვლისასა ნერწყვითა სცხებენ უბადრუკნი იგინი ნაცვლად მირონისა. ეგრეთვე ნაცვლად ზიარებისა მარილს ამოსცხებენ პირსა შინა მოსანათლავსა მას; რომლისათვისცა დიდი დიონოსი მტკიცედ და ჯეროვნად დასწერს და განგვიწესებს, რომ უკვდავი წმინდაჲ ჴორცი და სისხლი უნდა მივცეთ ახალ ნათელღებულსა მას მასვე ჟამსა. ანუ მეორესა და მესამესა დღესა ახლითა სიწმინდისა. და ეგრეთვე სიწმინდისა.და ეგრეთვე კეთილად განმტკიცებით განგვიწესებს,, ახლისა მის ნათელღებულისა აღკვეცასა, და ახლისა სამოსელისა შესამოსასა კეთილად განმართების სახედ და მაგალითად ძველისა მის კაცისა განძრცვასა და განშორებასა, და ახლისა ამის ადამის ქრისტეს შემოსასა, ვითარცა დასწერს წმინდა მოციქული პავლე, ვითარმედ “რომელთა ქრისტეს მიერ ნათელვიღეთო ქრისტე შევიმოსეთ”. და ესე არს კეთილი გულისხმისყოფითი აზრი და მოქმედება წმინდისა ნათლისღებისა ქრისთეს მორწმუნენო.

აჰა ქრისტე შეგვიმოსიეს საყვარელნო, და ძველი იგი სამოსელი ცოდვისა უნდა განვიძარცოთ. ქრისტე შეგვიმოსიეს მორწმუნენო, ნათელი და ბრწყინვალე სამოსელი სინანულისა შევიმოსოთ, თორემ იოანე დიდებული ნათლისმცემელი შესაძრწუნებლად გვაშინებს. “აჰა ესერა ცული ძირთათანა ხეტასა ძევსო, ყოველმან ხემან რომელმან არა ჰყოს ნაყოფი კეთილი მოეკვეთოს და ცეცხლსა დაედვას”. რისტე შეგვიმოხიეს, მორწმუნენო, და სასუფეველში შესვლის ღირსება მოგვცემია. და ჩჳჱნც თავს იქიდან ნუღარ გამოვაძებთ საყვარელნო, ვითარცა თვით იგივე დიდი იოანეგვიქადაგებს “შეინანეთო, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა”.

ქრისტე შეგვიმოსიეს, ქრისტე სიყვარულისათვის ჩჳჱნისა წყალთა შინა შიშველი მდომარე არს, და ჩვენ პირსა და სასმენელსა ნნუ მოვარიდებთ, და ნურც მოვომდურებთ: “ბრძანებს, უკეთუ ვუყვარვარ მე ცნებანი ჩემნი დაიმარსენითო;” და ვიკითხოთ, რა არის იმისი ცნება და ბრძანება საყვარელნო, და უშფოთველობა: მებათონეთა ჩჳჱენთა მონება, მორჩილება, და ერთგულება და მსახურებისა თანამდებობისა აღსრულება: ეპისკოპოსისა და მწყემსისა და მოძღვრისა ჩჳჱენისა სიტყვის მოსმენა, გაგონება და დაჯერება: სიმდაბლე, სიმშვიდე, მოწყალეობა, სიწმინდე, და სიმართლე გულისა პირისა და ჴელისა, უკეთუ გვენებოს სულიერისა მას მთასა სასუფეველსა შინა აღსვლა, ვითარცა დასწერს დიდი წინასწარმეტყველი: “ვინ აღვიდესო მთასა უფლისა, ანუ ვინ დადგესო ადგილსა წმინდისა მისსა, ესე იგი უბრალო ჴელით, და წმინდა გულითა რომელმან არა გაიღო ამოებას ზედა გული თვისი, და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა, ამან მოიღოს კურთხევა უფლისაგან და წყალობა ღჳთისაგაბნ მაცხოვრისა მისისა.

ეგრეთვე არა მემშურნე თვალი და გული ძმისა და მეზობლისა ჩვენისა, არცა ძცვირის ზრახვა, და ცილისწამება, და ორგულებით და შფოთის ჩამოგდებით ენის მიტანა ძმათა და მეგობართა ჩჳჱენთა ეგრეთვე მარადის სინანული, ჩვენის შეცოდებისათვის და ვედრება ცოდავათა ჩვენთა მიტევებისათვის: ხსენება ქრისტეს ჩვენთვის ვნებულისა ეგოდენის წყლულებისა და სატანჯველებისათვის: ხსენება სიკვდილისა ჩჳჱენისა საშინელად და საწყალობელად მდებარეობისათვის, რამეთუ გუშინ ჩვენთანა მზრახველ იყო და აწ თვალნი დაწუხვილ, გუხლელდაკრებული, ენა დაფუმებულ და ბაგენი დაჴშულ, კვალად მოხსენება და დიდისა მის და საშინელისა დღისა ქრისტეს მოსვლისა საშინელებით და საკდემელად ცოდვილთა უნანელთა საუკუნოდ სატანჯველად დამსჯელთა, ხოლო მონანულთა და მართალთა ზეცისა დიდებასა, და სასუფეველსა შინა აღმყვანებელად, რომელსა ღირსნცა ვართ ყოველნი მიმთხვევად კეთილთა მათ და დაუსრულებელთა დიდებათა, რამეთუ მისა შვენის დიდება და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.

 მათს უმაღლესობას ბატონებს, და უწმინდესს პატრიარქს შილდიდამ თელავს ვებრძანებინე დღესასწაულებში აქ ხლებისათვის, და იმ ჟამად რომელიც ქრისტეს შობისათვის აქ წმიდას ეკლესიასა შინა მიცვალებისასა სიტყვა ითქვა, ესრეთვე აღწერილი შილდას გავგზავნე სამწყსოთა ჩემთა შინა: და მოქმედებულ ჩემ გლახაკისაგან: ესე ვიტარად აღწერილი რიცხვით ათექვსმეტი: და ადაიდვას სამწყოთა შინა ჩემთა რიდეს ენებოსთ თვისასა დღესასწაულსა შინა განიცადას ამსა პატიოსანნი მღვდელნი ერსა და სამწყსოსა ჩვენსა წარუკითხებდენ მოსახსენებლად გლახაკისა სულისა ჩემისათვის, აღიწერა იანვარს ე, ქკს უპდ, წელსა, 1795.

ამვროსის.